სხვა

1:47 | 16.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

შონ ო'მალი თანახმაა მერაბ დვალიშვილთან იჩხუბოს

UFC-ში სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი შონ ო’მალი მერაბ დვალიშვილთან ჩხუბს დათანხმდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„მე მინდა მერაბი! 2025 წელი ლეგენდარული იქნება“. ამ პოსტს ქართველი მებრძოლიც მალევე გამოეხმაურა, რომელმაც ო’მალის უპასუხა:

„ამ გამოწვევას 7 წელი ველოდი. მაგრამ მარაბი ვინაა? გადაიმეორე ის გაკვეთილები, რომელიც ჰენრი სეხუდოს ჩავუტარე. 1 წელი გჭირდება იმისთვის, რომ მანქანასთან საბრძოლველად მოემზადო“.

საქმე ისაა, რომ სტატუსში ო’მალიმ დვალიშვილის სახელი შეცდომით დაწერა - „მარაბი“. ქართველმა გარკვეული პერიოდის წინ ვიდეო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, სადაც ჰენრი სეხუდოს უხსნიდა, სწორად როგორ უნდა გამოეთქვა მისი სახელი და გვარი. სწორედ ეს იგულისხმა მერაბმა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილს UFC-ში 10 მოგება და 2 მარცხი აქვს, ხოლო შონ ო’ამლის აქტივში 10 მოგება და 1 წაგებაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11349