ფეხბურთი

19:00 | 15.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბენ უაითმა ინგლისის ნაკრებში გამოძახებაზე უარი თქვა

ლონდონის „არსენალის“ მცველმა ბენ უაითმა ინგლისის ნაკრებში გამოძახებაზე უარი თქვა. ფეხბურთელი არ არის ბრაზილიისა და ბელგიის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩებისთვის გამოძახებული, თუმცა, ეს თავისი სურვილი იყო.

როგორც მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა აღნიშნა, ბენმა მას მიწვევაზე უარი შეუთვალა.

რატომ ამბობს უაითი ინგლისის ნაკრებში თამაშზე უარს? როგორც ბრიტანული მედია წერს, ერთ-ერთი მიზეზი მარჯვენა ფლანგზე დიდი კონკურენციაა. უაითი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდისა და კირან ტრიპიერის შემდეგ მესამე არჩევანია ინგლისის ნაკრებში დაცვის მარჯვენა ფლანგზე და როგორც ჩანს, ამით მოხიბლული არ არის.

ასევე არსებობს ვარაუდი, რომ მას კონფლიქტი აქვს სამწვრთნელო შტაბის წევრ სტივ ჰოლანდთან, რაც საუთგეიტმა უარყო. თუმცა, 2022 წლის მუნდიალის წინ მან ინგლისის ნაკრების შეკრება სწორედ ჰოლანდთან კონფლიქტის გამო დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110735