ფეხბურთი

19:31 | 14.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

შანსი საზონოვს: საბას სერია A-ს უახლოეს ტურში ძირითადში ელოდებიან

„ტორინოს“ მცველმა საბა საზონოვმა შესაძლოა „უდინეზესთან“ სერია A-ს 29-ე ტურში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშოს.

„ტოროს“ რამდენიმე მცველი ჰყავს ტრავმირებული, რის გამოც ივან იურიჩს მხოლოდ ორი არჩევანი დარჩა: საზონოვი ან მერგიმ ვოივოდა, რომელიც ნახევარმცველია, მაგრამ დაცვაშიც თამაში შეუძლია. Toro.it წერს, რომ ქართველმა ფეხბურთელმა შეიძლება მომდევნო მატჩებში სათამაშო დრო მიიღოს.

გამოცემა აღნიშნავს: "საზონოვს ყოველთვის აქებს იურიჩი, მაგრამ აქამდე ბევრი დრო არ ჰქონდა თავის გამოჩენად, ხოლო როდესაც შანსი მიეცა, აჩვენა, რომ ჯერ კიდევ აკლია გამოცდილება და აქვს შეზღუდვები სათამაშო კლასში. თუმცა, დრო ქართველი ფეხბურთელის მხარესაა და მას განვითარება შეუძლია", - წერს Toro.it.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში საბა საზონოვმა „ტორინოს“ მაისურით სერია A-ში 11 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112958