ფეხბურთი

18:12 | 14.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

მხოლოდ ერთი შეცდომა კარიერაში: მიქაუტაძის იდეალური შედეგი პენალტებში

„მეცის“ ქართველ თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეს პენალტებში საოცარი სტატისტიკა აქვს. მან ბოლო ორი გოლი საფრანგეთის ლიგა 1-ში სწორედ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა.

პროფესიონალურ კარიერაში გიორგის 19-ჯერ დაარტყა პენალტი და 18 ზუსტი იყო. აქედან 8 პენალტი მან „მეცის“ მაისურით გაიტანა, ხოლო 2 საქართველოს ნაკრებში. საინტერესოა, რომ გიორგიმ ბოლო 16 პენალტი ზუსტად შეასრულა, ხოლო ერთადერთი გამონაკლისი, როცა მის მიერ შესრულებული პენალტი ზუსტი არ აღმოჩნდა „სერენში“ თამაშის პერიოდს ემთხვევა, უფრო კონკრეტულად, 2021 წლის 21 თებერვალს.

სწორედ ამასთან დაკავშირებით, Socios-fcmetz.com წერს, რომ გიორგი მიქაუტაძე პენალტების მეფეა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლი გაიტანა და გარდა ამისა, 3 საგოლე პასიც აქვს (11 შეხვედრაში). ის გუნდის საუკეთესო ბომბარდირია მიუხედავად იმისა, 6 თვე სხვა გუნდში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112202