თამაშგარე

20:48 | 12.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიხაელ ბალაკის სკანდალური ფოტო

ფოტომ, რომელსაც შესაცქერით, უკვე მოიარა მთელი ინტერნეტ-სივრცე და მის გავრცელებას კაიხელა სკანდალიც მოჰყვა. ფოტოზე ასახული მხნე მამრი, ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელი მიხაელ ბალაკია, რომელსაც თან ახლავს 23 წლის არცთუ წარმატებული ბუნდესქვეყნელი მოდელი სოფია შნაიდერი.

მიუხედავად იმისა, რომ მიხაელი ამ გოგონაზე მთელი 24 წლით დიდია, ერთი შეხედვით თითქოს მაინც არაფერია ამ ფოტოზე სკანდალური სანამ არ გავიგებთ იმას, რომ სოფია შნაიდერი ყოფილი ფეხბურთელის, აწგარდაცვლილი შვილის, ემილიო ბალაკის შეყვარებული იყო.

უმცროსი ბალაკი 18 წლის ასაკში ავტოვარიის შედეგად გარდაიცვალა და მამის მხრიდან მისი გულისსწორის გარდიგარდმო მალაყების კეთება რამდენად მორალურია, ეს თავად განსაჯეთ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111766