ფეხბურთი

12:36 | 12.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ალ-ნასრის“ მწვრთნელი გუნდის აზიის ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ: „გათავისუფლების არ მეშინია“

„ალ-ნასრის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ კაშტრუმ გუნდის აზიის ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში გუნდი პენალტების სერიაში დამარცხდა საამიროების „ალ აინთან“ (3:2 - ძირითადი დრო, 1:1 - დამატებითი დრო, 1:4 - პენალტების სერია). პირველი მატჩი „ალ-აინმა“ 1:0 მოიგო.

„ჩემი ერთადერთი საწუხარი ის არის, რომ „ალ ნასრის" გულშემატკივრები შინ ბედნიერი ვერ გავუშვი. ჩვენ შეგვიძლია მოვიგოთ მეფის თასი და სუპერთასი, მაგრამ შეიძლება ვერც მოვიგოთ.

თუ გსურთ იცოდეთ ჩემი ნამუშევარი კარგია თუ ცუდი, ჰკითხეთ მოთამაშეებს ამის შესახებ. გათავისუფლების არ მეშინია. გუნდში ჩემი ყოფნა შრომისმოყვარეობაა და აქ მხოლოდ შედეგისთვის არ ვარ. წინა დღეს ჩვენ ვავარჯიშეთ პენალტებზე და მათ შესრულებაზე პასუხისმგებელი მოთამაშეები არიან“, - ციტირებს კაშტრუს სიტყვებს ტვიტერზე Al Nassr Zone.

აღსანიშნავია, რომ პენალტების სერიისას „ალ-ნასრის“ სამმა მოთამაშემ ვერ გაიტანა თერთმეტმეტრიანი. ერთადერთი ზუსტი დარტყმა კრიშტიანუ რონალდუმ შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113109