ფეხბურთი

2:03 | 12.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა

ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტური „ჩელსის“ და „ნიუკასლის“ მატჩით დასრულდა, რომელიც მასპინძლებმა 3:2 მოიგეს.

მაურისიო პოჩეტინოს გუნდი თამაშის დასაწყისში ნიკოლას ჯექსონმა დააწინაურა, რასაც სტუმრებმა ტაიმის მიწურულს ალექსანდერ ისაკის გოლით უპასუხეს.

„არისტოკრატებმა“ მეორე ნახევარში უპირატესობა მაინც მოიპოვეს და მეტოქეს ორი გოლიც გაუტანეს. თავი ჯერ კოულ პალმერმა, ხოლო შემდეგ მიხაილო მუდრიკმა გამოიჩინა. „კაჭკაჭებმა“ 90-ე წუთზე შეძლეს ერთი ბურთის გაქვითვა, თუმცა თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.

„ჩელსი“ 39 ქულით მე-11 ადგილზეა, ხოლო „ნიუკასლს“ 40 ქულა აქვს და მეათე პოზიციას იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112932