ფეხბურთი

21:50 | 10.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერები "ენფილდზე" დაზავდნენ

ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურის და ვინძლო, სეზონის მთავარ შეხვედრაში „ლივერპულმა“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა.

იურგენ კლოპის გუნდს საკადრო პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მაინც მოახერხა და მეტოქეს „ენფილდიდან“ 3 ქულა არ გაატანა. თავიდან „სიტი“ დაწინაურდა, როდესაც 23-ე წუთზე ჯონ სტოუნსმა ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა.

თუმცა, მეორე ნახევრის სტარტზე დარვინ ნუნიესმა პენალტი მოიპოვა, რომელიც გოლად ალექსის მაკალისტერმა აქცია და დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

ამრიგად, პრემიერლიგას „არსენალი“ და „ლივერპული“ 64-64 ქულით ლიდერობენ, ხოლო „მანჩესტერ სიტის“ 43 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა.

„ლივერპული“ – „მანჩესტერ სიტი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 სტოუნსი (23), 1:1 მაკალისტერი (50, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113143