ფეხბურთი

19:59 | 10.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის გოლით "მეცმა" ლიგა 1-ში ზედიზედ მეორედ მოიგო

საფრანგეთის ლიგა 1-ის 25-ე ტურში „მეცმა“ უშუალო კონკურენტი „კლერმონი“ 1:0 დაამარცხა და გიორგი მიქაუტაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა.

ქართველ თავდამსხმელს მეშვიდე წუთზე შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ მცირედით არაზუსტად დაარტყა. სამაგიეროდ, თავი 33-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც მეტოქის კარი პენალტით დალაშქრა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა.

მიქაუტაძემ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლი გაიტანა და გარდა ამისა, 3 საგოლე პასიც აქვს (11 შეხვედრაში). ის გუნდის საუკეთესო ბომბარდირია მიუხედავად იმისა, 6 თვე სხვა გუნდში თამაშობდა. ვთქვათ ისიც, რომ 23 წლის ფეხბურთელმა ლიგა 1-ში ზედიზედ მესამე ტურში შეძლო თავის გამოჩენა.

„მეცმა“ ზედიზედ მეორე თამაში მოიგო, 23 ქულა დააგროვა და ჯერ გასავარდნ ზონაში, მე-17 ადგილზე რჩება, მაგრამ გადარჩენისთვის ბრძოლაში ჩართულია. ლაშლო ბოლონის გუნდი მომდევნო ტურში 17 მარტს, სტუმრად „რეიმსს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131052