ფეხბურთი

19:07 | 9.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილის შესანიშნავი თამაში და "ვალენსიას" მოგება "ხეტაფესთან"

ესპანეთის ლა ლიგის 28-ე ტურში „ვალენსიამ“ „ხეტაფეს“ უმასპინძლა, რომელიც 1:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

მოპოვებულ 3 ქულაში უდიდესი წვლილი გიორგი მამარდაშვილმა შეიტანა, რადგან შესანიშნავი თამაში ჩაატარა. მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა: მე-40 წუთზე უგო დურომ მეკარეს თავზე მოხდენილად გადაუგდო ბურთი თავზე.

მეორე ნახევარში ანგარიში რომ არ შეიცვალა, ქართველი მეკარის დამსახურებაა, რომელმაც 5 დარტყმა მოიგერია. გიორგიმ განსაკუთრებით კარგად თავი მატჩის მიწურულს წარმოაჩინა და ორჯერ ზედიზედ იხსნა თავისი გუნდი.

ამრიგად, მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მეცხრე მშრალი მატჩი ჩაატარა, ხოლო სეზონში ჩატარებულ 27 შეხვედრაში 31 გოლი აქვს გაშვებული.

„ვალენსია“ 40 ქულით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 17 მარტს, „ვილიარეალს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111285