კალათბურთი

14:10 | 9.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის 21 ქულა და მისი გუნდის ზედიზედ მე-12 გამარჯვება ესპანეთში

ბექა ბურჯანაძის სეზონის საუკეთესო მატჩი ესპანეთის LEB ORO-ში, რომელიც რანგით მეორე დივიზიონია Liga Endesa-ს შემდეგ. ბურჯანაძის გუნდი უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძვის და მთავარ კონკურენტს ქართველი ლეგიონერის წინამძღოლობით დამაჯერებლად სძლია. ბურჯანაძის კორუნა ბასკეტმა ესტუდიანტესს უმასპინძლა და 114:88 მოუგო. ეს კორუნელთა ზედიზედ მე-12 გამარჯვება გახლდათ.

ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე გამოსულმა თანაგუნდელთა შორის ყველაზე მეტი – 28 წუთი ითამაშა. ბურჯანაძემ 4-დან 2 ორქულიანი, 7-დან 4 სამიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგო. ქართველმა ფორვარდმა მთლიანობაში 21 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. კორუნა ბასკეტში მასზე მეტი ინგუს იაკოვიტსმა მოაგროვა, რომელმაც შეხვედრა 28 ქულითა და 7 პასით დაასრულა.

კორუნა ბასკეტს 23 ტურის შემდეგ 23 ტურის შემდეგ 19 მოგება აქვს და უკვე 2 ქულით უსწრებს ესტუდიანტესს. მომდევნო მატჩს ბურჯანაძის გუნდი კვლავ შინ, 12 მარტს, გიპუზკოას წინააღმდეგ გამართავს.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115072