ფეხბურთი

2:48 | 9.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

კალცონა: "კვარაცხელია განსაკუთრებულია"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ „ტორინოსთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ხვიჩა კვარაცხელია განსაკუთრებულია და მას ნდობა გამოუცხადა.

„ბევრი მომენტი შევქმენით, საკუთარ კართან ცოტა მომენტი მივიღეთ. „ტორინო“ არ არის შეჩვეული ტანჯვას, მაგრამ ყველა კომპონენტში უკეთ ვითამაშეთ. გუნდზე არაფერი მაქვს სათქმელი, თუ ასე გავაგრძელებთ, შორს წავალთ.

„ბარსელონასთან“ მატჩისთვის ისე მოვემზადებით, როგორც ყოველთვის ვემზადებით. ჩვენ „ნაპოლი“ ვართ, ძლიერი გუნდი გვყავს, ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ. ვიცით, რომ ძლიერი მეტოქე გვყავს, მაგრამ თავდაჯერებული ვართ.

კვარას სეზონის შეცვლა როგორ მოვახერხე? ის განსაკუთრებული ფეხბურთელია, ვენდობი და რასაც ვავალებ, ყველაფერს კარგად აკეთებს. თუმცა, ბევრი ფეხბურთელით ვარ კმაყოფილი, დღეს მარიო რუი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მეორე ტაიმში 52 წუთიდან ბურთი თამაშში მხოლოდ 24 წუთი იყო და ეს ძალიან ცოტაა. იყო ნერვიულობის რისკი, მაგრამ ბიჭებმა მოგება ბოლომდე სცადეს“, - თქვა კალცონამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 მატჩში 10 გოლი, 5 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში. „ნაპოლი“ 44 ქულით მეშვიდეა და მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109941