ფეხბურთი

22:08 | 8.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ერიკ ტენ ჰაგი: "მანჩესტერს" ნათელი მომავალი აქვს"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა განაცხადა, რომ მის გუნდს ნათელი მომავალი აქვს.

ნიდერლანდელმა ინგლისურ გუნდს 100-ჯერ უხელმძღვანელა, საიდანაც „წითელმა ეშმაკებმა“ 61 თამაში მოიგეს. თუმცა, ნიდერლანდელის თქმით, სტატისტიკა უკეთესი იქნებოდა, რომ არა ბევრი ფეხბურთელის ტრავმა.

„სწორ გზაზე ვართ. წარმოიდგინეთ, ბევრი ფეხბურთელი რომ გვყოლოდა ხელმისაწვდომი და არა ტრავმირებული, შეგვეძლო, 70-75 თამაშის მოგება და ეს მეტყველებს გუნდის ნათელ მომავალზე, როცა ყველა ტრავმირებული ფეხბურთელი გამოჯანმრთელდება“, - თქვა ტენ ჰაგმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105764