ფეხბურთი

18:52 | 8.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა სერია A-ს თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

„რომას“ თავდამსხმელი პაულო დიბალა თებერვალში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, იუწყება ლიგის პრესსამსახური.

გასულ თვეში 30 წლის არგენტინელმა სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ხუთი გოლი გაიტანა.

იტალიის ჩემპიონატის 27 ტურის შემდეგ „რომა“ 47 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.

10 მარტს სერიას 28-ე ტურში, დანიელ დე როსის გუნდი სტუმრად „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11169