ფეხბურთი

12:20 | 8.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

მესის და სუარესის გოლები „ინტერ მაიამის“ „ნეშვილთან“ არწაგებაში დაეხმარა

დღეს, 8 მარტს, კონკაკაფის ჩემპიონთა თასის 1/8 ფინალის პირველი მატჩში ერთმანეთს „ინტერ მაიამი“ და „ნეშვილი“ შეხვდნენ. თამაში 2:2 დასრულდა.

მატჩში ანგარიში მეოთხე წუთზე ჯეიკობ შაფელბურგმა გახსნა. 46-ე წუთზე კი კანადელმა დუბლი შეასრულა. „ინტერ მაიამიმ“ ექვსი წუთის შემდეგ ერთი გოლის გატანა შეძლო, არგენტინელმა ლიონელ მესიმ ურუგვაელი თავდამსხმელის ლუის სუარესის გადაცემით გაიტანა. 90+5-ე წუთზე კი ურუგვაელმა ესპანელი ნახევარმცველის, სერხიო ბუსკეტსის პასით ანგარიში გაათანაბრა - 2:2.

მერვედფინალის საპასუხო მატჩი მესის გუნდსა და „ნეშვილს“ შორის 14 მარტს გაიმართება მაიამიში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117361