ფეხბურთი

16:43 | 7.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი „სპარტასთან“ მომავალ მატჩზე: „ვნახოთ, რას აჩვენებენ“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ევროპა ლიგის 1/8 ფინალში პრაღის „სპარტასთან“ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„ცხადია, ვუცქირეთ „სპარტას“ ზოგიერთ თამაშს. ბრაიან პრისკეს (გუნდის მთავარი მწვრთნელი) მისვლით ისინი ძალიან შეიცვალნენ. ჩემპიონის ტიტულის მოგების შემდეგ, საკუთარ შესაძლებლობეში დარწმუნდნენ. მათ აქვთ თამაშის მკაფიო წარმოდგენა, ძალიან ინტენსიური სტილი.

გასაგებია, რომ „სპარტას" კარგი დროება უდგას, მაგრამ ჩვენთან მატჩში ვნახავთ რას აჩვენებენ", - ციტირებს კლოპის სიტყვებს „ლივერპულის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ დღეს, 7 მარტს, „სპარტას“ სტუმრად დაუპირისპირდება. თამაში პრაღაში გაიმართება და თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.

0.150909