ფეხბურთი

17:06 | 6.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის გასვლითი მატჩი ამ სეზონში პირველად მოიგო

ფრანგულმა „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩში ესპანურ „რეალ სოსიედადს" სტუმრად ანგარიშით 1:2 სძლია.

ფრანგული გუნდისთვის ეს პირველი გასვლითი გამარჯვება გახლდათ ჩემპიონთა ლიგაზე მიმდინარე სეზონში. პსჟ-მა ჯგუფურ ეტაპზე სტუმრად წააგო „ნიუკასლთან“ (1:4) და „მილანთან“ (1:2), ასევე დაუზავდა დორტმუნდის „ბორუსიას“ - 1:1.

პარიზელებმა ჯამში 4:1 დაამარცხეს „სოსიედადი“ და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდნენ. მატჩში დუბლი შეასრულა 25 წლის ფრანგმა ფორვარდმა კილიან მბაპემ. ბასკთაგან ერთადერთი გოლი ნახევარმცველმა მიკელ მერინომ გაიტანა.

თეგებიპსჟ
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117201