ფეხბურთი

15:52 | 5.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყენია "იურდინგენის" მწვრთნელად დაინიშნა

ლევან ყენია "იურდიგენის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ამის შესახებ გერმანული მედია წერს.

ქართველი მანამდე ამ კლუბში თამაშობდა და სამწვრთნელო შტაბშიც მუშაობდა, მაგრამ მარკუს იონის გათავისუფლების შემდეგ მას მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზეს.

ყენიას გამოსაცდელი პერიოდი მისცეს და გუნდს დროებით უხელმძღვანელებს, მაგრამ დიდი შანსია, მასთან მუდმივი კონტრაქტიც გაფორმდეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევანმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა, მაგრამ ასევე წერენ, რომ ასე არ არის და მწვრთნელობასთან ერთად ის, გუნდშიც ითამაშებს.

ლევან ყენიამ კარიერა თბილისის „ლოკომოტივში“ დაიწყო, შემდეგ გელზენკირხენის „შალკეში“, დიუსელდორფის „ფორტუნაში“, ლვოვის „კარპატიში“, პრაღის „სლავიასა“ და „დუდელანჟში“ ითამაშა. ასევე იყო „საბურთალოს“ რიგებშიც, საიდანაც „იურდინგენს“ მიაშურა და ბოლო წლები ობერლიგის კლუბში გაატარა. საქართველოს ნაკრებში ლევან ყენიას აქტივში 29 მატჩი და 4 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111531