ფეხბურთი

17:58 | 4.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ეკიპმა" გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურში დაასახელა

„მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის 24-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

„ნანტის“ წინააღმდეგ ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა. გიორგის თამაში ცნობილმა გამოცემა L’Equipe-მა გამოარჩია და თავდამსხმელის პოზიციაზე სწორედ ის გაამწესა.

გარდა ამისა, მიქაუტაძე ტურის სიმბოლურში სხვადასხვა გამოცემების ვერსიითაც მოხვდა, მათ შორის, Whoscored-ის ტურის 11-ეულშიც.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ოთხი გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი გააკეთა (10 შეხვედრაში). ის გუნდის საუკეთესო ბომბარდირია მიუხედავად იმისა, 6 თვე სხვა გუნდში თამაშობდა. ვთქვათ ისიც, რომ 23 წლის ფეხბურთელმა ლიგა 1-ში ზედიზედ მეორედ შეძლო თავის გამოჩენა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119143