რაგბი

23:35 | 3.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

რაგბი ევროპის ფინალში საქართველო პორტუგალიას შეხვდება

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალში პორტუგალიის ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ესპანელებმა ტაიმი 20:12 მოიგეს და მეორე ტაიმის დასაწყისში უპირატესობა კიდევ გაზარდეს, მაგრამ შემდეგ პორტუგალიის ნაკრებმა მეტოქეს შანსი აღარ მისცა და საბოლოოდ 33:30 მოიგო.

ამრიგად, 17 მარტს, პარიზში, რაგბი ევროპის ფინალში საქართველო და პორტუგალია დაუპირისპირდებიან. ამ გუნდების ბოლო დუელი მსოფლიოს ჩემპიონატზე ფრედ დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114097