ფეხბურთი

20:07 | 3.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის გოლით და საგოლე პასით "მეცმა" 3-თვიანი პაუზის შემდეგ მოიგო

„მეცმა“ მოუგებელი სერია შეწყვიტა, ხოლო გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა.

ლიგა 1-ის 24-ე ტურში ლაშლო ბოლონის გუნდი კონკურენტ „ნანტს“ ესტუმრა, რომელიც ქართველი თავდამსხმელის ლიდერობით 2:0 დაამარცხა. გიორგიმ 58-ე წუთზე პენალტით დააწინაურა თავისი გუნდი, 2 წუთის მერე კი გოლს საგოლე პასიც დაუმატა, როდესაც მატიე უდოლს დაეხმარა გატანაში. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა.

მიქაუტაძემ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა და მესამე საგოლე პასი გააკეთა (10 შეხვედრაში). ის გუნდის საუკეთესო ბომბარდირია მიუხედავად იმისა, 6 თვე სხვა გუნდში თამაშობდა. ვთქვათ ისიც, რომ 23 წლის ფეხბურთელმა ლიგა 1-ში ზედიზედ მეორედ შეძლო თავის გამოჩენა.

„მეცმა“ 26 ნოემბრის შემდეგ პირველად მოიგო. ამ პერიოდში იყო 1 ფრე და 9 წაგება... ლაშლო ბოლონის შეგირდები 20 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-17 ადგილზე არიან, მაგრამ სამშვიდობოს მხოლოდ 2 ქულა აშორებთ, მომდევნო ტურში კი 10 მარტს, შინ ბოლოადგილოსან „კლერმონს“ დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.148641