ფეხბურთი

1:04 | 2.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ სკალონიმ არგენტინის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

„ალბისელესტეში“ პირველად გამოიძახეს 18 წლის ვალენტინ კარბონი, რომელიც „ინტერის“ საკუთრებაშია, მაგრამ იჯარით „მონცაში“ თამაშობს და ძალიან საინტერესო ფეხბურთელია.

არგენტინის ნაკრების შემადგენლობა შემდეგნაირია:

მეკარეები: ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი), ვალტერ ბენიტესი (პსვ), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა)

მცველები: ხერმან პეცელა (ბეტისი), ნეუენ პერესი (უდინეზე), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა), კრისტიან რომერო (ტოტენჰემი), ნიკოლას ტალიაფიკო (ლიონი), მარკოს სენესი (ბორნმუთი), ნაუელ მოლინა (ატლეტიკო), ვალენტინ ბარკო (ბრაიტონი)

ნახევარმცველები: ეზეკიელ პალასიოსი (ლევერკუზენი), როდრიგო დე პაული (ატლეტიკო), ალექსის მაკალისტერი (ლივერპული), ლეანდრო პარედესი (რომა), ენცო ფერნანდესი (ჩელსი), ჯოვანი ლო სელსო (ტოტენჰემი), ნიკოლას გონსალესი (ფიორენტინა), ალეხანდრო გარნაჩო (მანჩესტერი), ფაკუნდო ბუონანოტე (ბრაიტონი), ვალენტინ კარბონი (მონცა), ანხელ დი მარია (ბენფიკა)

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (ინტერ მაიამი), ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), პაულო დიბალა (რომა)

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები 23 მარტს სალვადორთან ჩაატარებს ამხანაგურ მატჩს, ხოლო 27 მარტს კოსტა რიკასთან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113566