ფეხბურთი

20:37 | 1.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"კარლსრუეში" სქემის შეცვლამ ბუდუ ზივზივაძე დააზარალა

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში „კარლსრუე“ „ფიურტს“ უმასპინძლებს, ბუდუ ზივზივაძეს კი ძირითად შემადგენლობაში ისევ არ ელოდებიან.

კრისტიან აიხნერმა ბოლო ტურებში გუნდის ტაქტიკა შეცვალა და ერთი თავდამსხმელით თამაშობს, ამით ზივზივაძე დაზარალდა, რომელიც ზედიზედ 6-ჯერ იყო სასტარტოში, მაგრამ ბოლო ორი ტური თადარიგში იყო.

აიხნერმა თქვა, რომ ეს რთული არჩევანია, რაც ფეხბურთელის ფორმით არ არის განპირობებული:

„ეს არის მძიმე გადაწყვეტილებებიდან ერთ-ერთი, რომლებიც ფეხბურთში არსებობს და არ არის განპირობებული ფეხბურთელის ფორმით, შედეგით ან განცდებით“, - აღნიშნა აიხნერმა.

თუმცა, „ფიურტთან“ აინხერმა მაინც არ გამორიცხა ორი თავდამსხმელით თამაში, შესაბამისად, ზივზივაძე შეიძლება მაინც მოხვდეს მოედანზე პირველივე წუთიდან.

მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგაში 22 ჩატარებულ შეხვედრაში 8 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125134