ფეხბურთი

18:07 | 28.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩს შეთავაზებები ხორვატიიდან და ამერიკიდან აქვს

მადრიდის „რეალი“ შესაძლოა სეზონის ბოლოს ლუკა მოდრიჩმა დატოვოს. ხორვატს 30 ივნისს კონტრაქტი ეწურება და ბოლო დროს კარლო ანჩელოტი ძირითად შემადგენლობაშიც იშვიათად ათამაშებს.

ბრიტანული მედიის ცნობით, ლუკას აქვს შეთავაზებები MLS-სა და ხორვატული კლუბებიდან. თუმცა, ჯერ ფეხბურთელს გადაწყვეტილება თავის მომავალთან დაკავშირებით არ მიუღია, არც ისაა გამორიცხული, რომ ბოლო მომენტში „რეალთან“ კონტრაქტის განაახლოს.

მიმდინარე სეზონში 38 წლის ხორვატმა ფეხბურთელმა 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115008