ფეხბურთი

13:52 | 28.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუქსემბურგს საქართველოსთან წამყვანი მცველი დააკლდება

ლუქსემბურგის ნაკრებს საქართველოს ნაკრებთან მოახლოებულ მატჩში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, ცენტრალური მცველი მარვინ მარტინში დააკლდება.

ვენის „აუსტრიას“ ფეხბურთელმა „რაპიდთან“ ბოლო შეხვედრაში ტრავმა მიიღო, რომელიც სერიოზულია და 3 კვირაში თბილისში გასამართი შეხვედრა გაუცდება.

ლუქსემბურგს მარტინშის გარდა, ვინსენ ტილი და დანიელ სინანიც დააკლდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩი 21 მარტს, თბილისში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132301