ფეხბურთი

13:47 | 27.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ძმის კვალზე: უმცროსი მბაპე შესაძლოა პსჟ-დან მადრიდის „რეალში“ გადავიდეს

17 წლის ეთან მბაპე, რომელიც კილიან მბაპეს უმცროსი ძმაა, შესაძლოა უფროსი ძმის კვალად პსჟ-დან მადრიდის „რეალში“ გადავიდეს - გვამცნობს El Chiringuito.

ეთანი ცენტრალური მცველისა და საყრდენი ნახევარმცველის პოზიციებზე თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან პსჟ-ის ახალგაზრდულ გუნდში 22 მატჩი ჩაატარა, ხუთი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელმა პსჟ-ს ძირითად გუნდში სამ მატჩში ითამაშა.

შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 25 წლის კილიან მბაპე მადრიდის „რეალთან" კონტრაქტის საბოლოო დეტალებს აზუსტებს. შეთანხმება ძალაში 2024 წლის 1 ივლისს შევა. მადრიდელებს სურთ მბაპეს ხელმოწერის პროცესი უახლოეს კვირებში დაასრულონ, მაგრამ მისი ტრანსფერის შესახებ მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ გამოაცხადებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115731