სხვა

16:12 | 26.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

პნევმატური იარაღებიდან სროლაში საქართველოს ნაკრები შერეულ წყვილებში ევროპის ჩემპიონია

საქართველოს ნაკრები შერეულ წყვილებში ევროპის ჩემპიონია! ისტორიული წარმატება თელაველმა მარიამ ფროდიაშვილმა და ქუთაისელმა გიორგი მუმლაძემ მოიპოვეს, რომლებმაც ფინალში გერმანული წყვილი - ცელინა ბეკერი და ედუარდ ბაუმაისტერი 17:15 დაამარცხეს.

ევროპის ჩემპიონატი პნევმატური იარაღებიდან სროლაში დღეს, 26 თებერვალს დაიწყო უნგრულ დიორში. ჩემპიონატში სხვა ორიოდ დისციპლინასთან ერთად 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით ტყვიის მსროლელი ახალგაზრდებიც ჩაებნენ შერეულ წყვილთა შეჯიბრებით, საქართველოს ნაკრებმა კი ჩინებული სტარტი აიღო - ოქროს მედალი მოიპოვა.

ბრინჯაოს მედალს აზერბაიჯანის I ნაკრები დაეუფლა, რომელშიც ჩვენი საერთაშორისო ტურნირის სტაჟიანი წევრები - ლეილა ალიევა და ვლადისლავ კალმიკოვი შედიან. გადამწყვეტ პაექრობაში მათ 16:2 მოუგეს ლატვიელებს.

შეგახსენებთ, რომ შარშან ევროპირველობაზე მიქსში 2 ბრინჯაო გათამაშდა (მაშინ სხვა წესებით ჩატარდა) და ორივე ჩვენებმა მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114028