კალათბურთი

1:43 | 26.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთის ნაკრების მწვრთნელი: "საქართველოსთან სრულიად განსხვავებული თამაში გველოდება"

სერბეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სვეტისლავ პეშიჩმა საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე ისაუბრა. როგორც მან თქვა, საქართველო გამოცდილი და კარგად ორგანიზებული გუნდია.

„ყოველი მომდევნო მატჩი განსხვავებულია და განსაკუთრებით საქართველოს წინააღმდეგ თამაში სრულიად განსხვავებული იქნება, რადგან საქართველო სულ სხვა სტილს თამაშობს, ვიდრე ფინეთი. ისინი კარგი ორგანიზაციის მქონე გუნდია, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.

ისინი დანიასთან ლიდერობდნენ, მაგრამ საკუთარი არასწორი გადაწყვეტილებების გამო წააგეს. თუმცა, ეს ჩვენთვის არაფერს ნიშნავს, რადგან როგორც ვთქვი, ყოველი თამაში განსხვავებულია.

ძალიან გამოცდილი გუნდია, მათ წლების განმავლობაში უწყვეტობა ჰქონდათ. ერთადერთი, რაც ბოლო დროს მოხდა, ლეგიონერის შეცვლაა და ახალი მწვრთნელის პოსტზე ალეკსანდარ ჯიკიჩის მისვლაა.

რა თქმა უნდა, სხვანაირად მოგვიწევს თამაშისთვის მომზადება და ადაპტაცია. ბოლოს და ბოლოს, ეს გასვლითი თამაშია, უნდა ვიყოთ თამამები, საქართველოს მიმართ მთელი პატივისცემით, ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ კარგად, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში“, - თქვა პეშიჩმა.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში საქართველომ დანიასთან წააგო, ხოლო სერბეთმა ფინეთი დაამარცხა. საქართველოსა და ფინეთის მატჩი 26 თებერვალს, თბილისში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102686