ფეხბურთი

12:21 | 25.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "საუკეთესო ვერსიასთან ახლოს ვართ, "რეალზე" ზეწოლა უნდა მოვახდინოთ"

„ბარსელონას“ მწვრთნელმა ჩავიმ „ხეტაფესთან“ მატჩის (4:0) შემდეგ ისაუბრა. ესპანელი სპეციალისტი კმაყოფილია და იმედი აქვს, რომ მადრიდის „რეალზე“ ზეწოლას მოახდენენ. ჩავის აზრით, „ბარსას“ ესპანეთის ჩემპიონატის მოგების შანსი ჯერ კიდევ აქვს.

„ნაბიჯი წინ გადავდგით, ბოლომდე უნდა გვჯეროდეს. ვფიქრობ, რომ ჩემპიონატში შანსი კიდევ გვაქვს, დრო არის. ყოველთვის კარგია გამარჯვება, ყოველთვის ვამბობდი, რომ გუნდს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია უნდა ეჩვენებინა და ბოლო მატჩებში ამას აჩვენებს.

ძალიან დამაჯერებლად ვითამაშეთ ბურთით და მის გარეშე კარგად, ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, რომელიც დაცვას მაღლა ინარჩუნებდა. ვფიქრობ, ასე უნდა გავაგრძელოთ, მოვიგოთ და ზეწოლა მოვახდინოთ „რეალსა“ და „ჟირონაზე“. ჩემი გადაწყვეტილება წასვლის შესახებ საბოლოოა, მადლობელი ვარ გულშემატკივრების, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულია“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლა ლიგაში მეორე ადგილზეა და 5 ქულით ჩამორჩება „რეალს“, მაგრამ თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული, ისევე როგორც „ჟირონასთან“ შედარებით, რომელსაც 1 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118107