ფეხბურთი

18:05 | 24.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

შევიდა და 3 წუთში გაიტანა: ზივზივაძის ეფექტური გოლი "კაიზერსლაუტერნთან" (+VIDEO)

გერმანიის II ბუნდესლიგის 23-ე ტურში „კარლსრუემ“ სტუმრად „კაიზერსლაუტერნი“ 4:0 გაანადგურა, ბუდუ ზივზივაძემ კი მიმდინარე სეზონში მე-8 გოლი გაიტანა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევარში კი სტუმრებმა მეტოქე არ დაინდეს და 4 უპასუხო გოლი გაუტანეს. ზივზივაძე მოედანზე მხოლოდ 88-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა, მცირედი დრო მაინც ეყო თავის გამოსაჩენად.

თამაშში ჩართვიდან 3 წუთში მან თავით, შესანიშნავ სტილში ეფექტური გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ბუდუს მიმდინარე სეზონში II ბუნდესლიგაში ჩატარებულ 22 მატჩში (ძირითადში მხოლოდ შვიდჯერ იყო) 8 გოლი აქვს გატანილი და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია იგორ მატანოვიჩთან ერთად.

„კარლსრუე“ 23 ტურის შემდეგ 32 ქულით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 2 მარტს, „ფიურტს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114583