ფეხბურთი

11:00 | 24.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

როგორ ამშვიდებდა ოსიმენი კვარაცხელიას "ბარსელონასთან" მატჩში შეცვლის შემდეგ (VIDEO)

"ბარსელონასთან" მატჩში ხვიჩა კვარაცხელია 68-ე წუთზე შეცვალეს და ქართველი ფეხბურთელი გაბრაზებული, თან მოწყენილი იჯდა სათადარიგო სკამთან. ცოტა ხანში მოედანი ვიქტორ ოსიმენმაც დატოვა, რომელმაც ქართველი ფეხბურთელი ანუგეშა.

ამ კადრებმა სოციალური ქსელი მოიცვა, განსაკუთრებული აღტაცება კი "ნაპოლის" გულშემატკივრებში გამოიწვია. მოგეხსენებათ, ხვიჩა ნეაპოლელთა ახალმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ მისთვის სადებიუტო შეხვედრაშივე შეცვალა.

"ნაპოლისა" და "ბარსელონას" მატჩი 1:1 დასრულდა, იტალიელთა რიგებში გოლი სწორედ ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117829