ფეხბურთი

20:25 | 22.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე "კაიზერსლაუტერთან" მატჩისთვის მზადაა

„კარლსრუეს“ თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე უახლოესი მატჩისთვის მზადაა. ქართველმა ფორვარდმა ზურგის ტკივილის გამო გუშინდელი ვარჯიში ვერ დაასრულა, მაგრამ დღეს პრობლემის გარეშე ივარჯიშა.

ის „კაიზერსლაუტერნთან“ 24 თებერვალს გასამართი შეხვედრის მზადაა და მხოლოდ მთავარ მწვრთნელზეა დამოკიდებული ათამაშებს თუ არა, ძირითად შემადგენლობაში.

მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებულ 21 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116245