სხვა

12:49 | 21.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 8 მედალი მოიპოვა

ბულგარეთში გამართულ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნარებმა საერთო ჯამში 8 მედალი მოიპოვა, საიდანაც 5 მამაკაცთა ანგარიშზეა, ხოლო 3 ქალთა გუნდს ეკუთვნის.

გარდა ამისა მამაკაცთა ნაკრებმა გუნდური მე-4 ადგილი დაიკავა.

რამინ შამილიშვილმა ატაცსა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა, შოთა მიშველიძემ კი ასევე ატაცსა და ორჭიდში ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა, რასაც ირაკლი ჩხეიძის მიერ აკვრაში მოპოვებული ბრინჯაოს მედალი დაემატა.

ქალთა შორის კი ანასტასია გოტფრიდმა ატაცში მოპოვებული ოქროს მედლით ჩემპიონობა იზეიმა, რასაც აკვრასა და ორჭიდში ვერცხლის მედლები დაამატა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115921