ფეხბურთი

23:40 | 19.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო სიმეონე: "ინტერი" "რეალის" დონეზეა"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „ინტერთან“ მატჩამდე ისაუბრა. მან მეტოქე შეაქო და აღნიშნა, რომ მადრიდის „რეალის“ დონეზეა.

„ინტერი“ ევროპის 4-5 საუკეთესო გუნდში შედის. სერია A-ში მათი შედეგები და ფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ თანაბრად თამაში ამაზე მეტყველებს, ჩემი აზრით, მადრიდის „რეალის“ დონეზეა”, - თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „ატლეტიკოს“ მატჩი 20 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112577