ჭიდაობა

21:34 | 18.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

მირიან მაისურაძის ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში მირიან მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

92 კგ წონით კატეგორიაში მირიან მაისურაძემ ლატვიელი ივარს სამუსონოკი დაამარცხა (10:2), შემდეგ ბულგარელ ახმედ მაგამაევს აჯობა (7:4), ხოლო ნახევარფინალში თურქ ფაიზულა აკთურქთან წააგო და დღეს ბრინჯაოს მედლისთვის რუმინელი ადრიან გროსული დაამარცხა.

დღესვე ბრინჯაოს მედლის შანსი ჰქონდათ შოთა ფარტენაძეს და გიორგი გოგრიჭიანს, მაგრამ ორივე მათგანი რეპეშაჟში დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებს ამ დროისთვის 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალია, ხოლო გენო პეტრიაშვილი ფინალში იჭიდავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116725