ფეხბურთი

11:25 | 18.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუქსემბურგის ნაკრებს საქართველოსთან ერთ-ერთი ლიდერი ვერ დაეხმარება

ლუქსემბურგის ნაკრებს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში ერთ-ერთი ლიდერი ვინსენ ტილი ვერ დაეხმარება.

აზერბაიჯანული „საბაჰის“ ფეხბურთელმა სერიოზული ტრავმა მიიღო და ოპერაცია დასჭირდა, რის გამოც 21 მარტს გასამართ შეხვედრაში მოედანზე ვერ გავა.

24 წლის ფეხბურთელს ლუქსემბურგის ნაკრებში 53 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. მის გარდა, ლუქსემბურგს დისკვალიფიკაციის გამო დანიელ სინანიც დააკლდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123073