ფეხბურთი

23:20 | 17.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

არტეტა: „ვიმედოვნებ, ტიტულს მოვიგებთ“

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურის მატჩში „ბარნლისთან“ სტუმრად გამარჯვების შემდეგ (0:5), ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.

„ძალიან კმაყოფილი ვართ შედეგით, რადგან ეს რთული სტადიონია და „ბარნლი“ უაღრესად კონკურენტუნარიანი იყო იმ დიდ თამაშებში, რომლებიც მან აქამდე ითამაშა მიმდინარე სეზონში.

დღეს ჩვენ მოვახერხეთ მათი გატეხვა თამაშის დასაწყისში და უფრო კომფორტული გავხადეთ თამაშის მიმდინარეობა. ვიმედოვნებ, ტიტულს მოვიგებთ“, - ციტირებს არტეტას სიტყვებს BBC.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის 25 ტურის შემდეგ, მიკელ არტეტას გუნდმა 55 ქულა დააგროვა და ლიდერ „ლივერპულს“ ორი ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113294