ფეხბურთი

12:20 | 17.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაუტარო მარტინესმა „ინტერის“ რეკორდი დაამყარა

სერია ა-ს 25-ე ტურში „სალერნიტანასთან“ გატანილი გოლი არგენტინელი ლაუტარო მარტინესისთვის იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-20 იყო, რის შედეგადაც, ის 21-ე საუკუნეში გახდა „ინტერის“ პირველი მოთამაშე, რომელმაც ზედიზედ სამ სეზონში 20 ან მეტი გოლი გაიტანა.

2021/22-სა და 2022/23 წლებში არგენტინელის ანგარიშზე 21-21 გოლია, მიმდინარეში კი უკვე 20 შედეგიანი დარტყმა მიითვალა.

ლაუტარომ „ინტერის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში ჩამოიტოვა კრისტიან ვიერი და ახლა მე-7 ადგილს იყოფს თანამემამულე მაურო იკარდისთან.

შეგახსენებთ, რომ 25 ტურის შემდეგ „ინტერი“, 63 ქულით სერია-ში პირველ ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171992