ფეხბურთი

23:45 | 15.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის გოლი და "შტურმის" გამარჯვება კონფერენს ლიგაზე (+VIDEO)

კონფერენს ლიგის 1/16-ფინალში ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ ჯაბა კანკავას და გურამ კაშიას „სლოვანი“ 4:1 დაამარცხა, რითაც მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

გრაცელთა გამარჯვებაში კიტეიშვილმაც შეიტანა წვლილი, რომელმაც 64-ე წუთზე პენალტი მოიპოვა და თავადვე ზუსტად დაარტყა, რის შედეგადაც ანგარიში 3:1 გახადა. ოთარ მოედანზე 83-ე წუთამდე იყო. სლოვაკების რიგებში კაშიამ და კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს. საპასუხო მატჩი ერთი კვირაში ბრატისლავაში გაიმართება.

ევროპა ლიგის 1/16-ფინალში დონეცკის „შახტარი“ შინ მარსელის „ოლიმპიკს“ დაუზავდა - 2:2. ფრანგები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ ორჯერვე უკრაინელებმა გაათანაბრეს და მარცხს თავი დააღწიეს. ირაკლი აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა, გიორგი გოჩოლეიშვილი მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო ლუკა ლაცაბიძე განაცხადში არ იყო. საპასუხო მატჩი ერთ კვირის შემდეგ „ველოდრომზე“ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108957