ფეხბურთი

16:08 | 15.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ რეიტინგი განაახლა, საქართველოს პოზიცია უცვლელია

ფიფამ აფრიკისა და აზიის თასის დასრულების შემდეგ რეიტინგი განაახლა. რომელშიც განსაკუთრებული ცვლილებები სწორედ ამ კონტინენტის წარმომადგენლებმა განიცადეს.

საქართველოს ნაკრებს 1312.45 ქულა აქვს და ისევ 77-ე ადგილზეა. ვილი სანიოლის გუნდის პოზიცია უცვლელი რომ დარჩა, მოულოდნელი არაა, რადგან ამ თვეში მატჩები არ ჩაუტარებია.

არც მოწინავე ათეულშია ცვლილებები, რომელსაც ისე არგენტინა ლიდერობს, რომელსაც კვალში საფრანგეთის და ინგლისის ნაკრებები უდგანან.

1. არგენტინა - 1855 ქულა

2. საფრანგეთი - 1845

3. ინგლისი - 1800

4. ბელგია - 1798

5. ბრაზილია - 1784

6. ნიდერლანდები - 1745

7. პორტუგალია - 1745

8. ესპანეთი - 1732

9. იტალია - 1718

10. ხორვატია - 1717

...77 საქართველო - 1312

ფიფას რეიტინგი სრულად...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109604