ფეხბურთი

13:39 | 15.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "წასაგებად ყველაფერი გავაკეთეთ"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა „ლაციოსთან“ წასაგებად ყველაფერი გააკეთა.

„რა თქმა უნდა, ამ მარცხის გამო იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვართ. არ ვიცი რატომ, მაგრამ შესვენების შემდეგ თამაშზე კონტროლი დავკარგეთ და ვერ ვიტყვი, რომ „ლაციომ“ მოიგო, უფრო ჩვენ წავაგეთ.. პირველი ტაიმი კარგი იყო, კარგი შანსი გვქონდა გოლის გასატანად, მაგრამ საბოლოოდ კარში ვერ დავარტყით, რაც იმას ნიშნავს, რომ ცუდად ვითამაშებთ. გაგვიჭირდა საგოლე მომენტების შექმნა, თუმცა მეორე მატჩი წინაა. უფრო თამამად უნდა გვეთამაშა, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი გავაკეთეთ წასაგებად“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის „ბაიერნი“ იტალიურ გუნდთან 2011 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116386