ფეხბურთი

2:06 | 15.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ მეოთხედფინალთან ახლოსაა, "ბაიერნი" "ლაციოსთან" დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა, რომლებშიც მასპინძლებმა გაიმარჯვეს - „ლაციომ“ „ბაიერნს“ აჯობა, „პარი სენ-ჟერმენმა“ კი „სოსიედადს“.

მიუნხენის „ბაიერნი“ იტალიურ კლუბთან 2011 წლის შემდეგ არ დამარცხებულიყო, მაგრამ სერია რომში საკმაოდ მოულოდნელად შეწყდა. ცხადია, ტომას ტუხელის გუნდი „ლაციოსთან“ ფავორიტი იყო და ახლაც არის, მაგრამ ფაქტია, „სტადიო ოლიმპიკოზე“ ისე წააგო, რომ კარში ერთხელაც ვერ დაარტყა.

„ლაციომ“ კი თავისი შანსი მიიღო, რომელიც გამოიყენა. 69-ე წუთზე ჩირო იმობილემ გამარჯვების მომტანი პენალტი გაიტანა. სხვათა შორის, პენალტის მომენტში გააძევეს დაიო უპამეკანო და გერმანელებს რიცხობრივ უმცირესობაში მოუწიათ თამაშის დასრულება. მაურიციო სარის გუნდი მიუნხენში ერთბურთიანი უპირატესობით ჩავა, რაც სიმშვიდის უფლებას არ მისცემს, მაგრამ მაინც უპირატესობაა. „ბაიერნი“ კი ცუდ ფორმაშია და ბოლო ოთხ დღეში ორი მატჩი წააგო.

„პარი სენ-ჟერმენმა“ „სოსიედადის“ ორი უპასუხო გოლი გაუტანა და კომფორტული უპირატესობა მოიპოვა. ფრანგებმა ესპანელები მეორე ტაიმში კილიან მბაპეს და ბრედლი ბარკოლას გოლებით გატეხეს. 2:0 და პსჟ ახლოსაა მეოთხედფინალთან.

„პარი სენ-ჟერმენი“ – „სოსიედადი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 მბაპე (58), 2:0 ბარკოლა (71)

„ლაციო“ – „ბაიერნი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 იმობილე (69, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.14751