ფეხბურთი

12:39 | 14.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ეფენბერგი: „ბაიერნს“ გაუჭირდება, თუ ახალ მიულერებს და რიბერებს არ იპოვიან“

მიუნხენის „ბაიერნის" ყოფილმა ფეხბურთელმა შტეფან ეფენბერგმა მომავალ სეზონებში მიუნხენური კლუბის პერსპექტივებზე ისაუბრა.

„ბაიერნი“ რთულ მდგომარეობაშია. ლევანდოვსკი წავიდა, მიულერი აღარ არის ძირითადის ფეხბურთელი, ნოიერს კიდევ ერთი-ორი წელი დარჩა. სულ მალე „ბაიერნზე“ სულ სხვაგვარად ვისაუბრებთ. ისინი აღარ არიან სათანადო დონეზე.

ვფიქრობ, „ბაიერნი“ დიდი ეპოქის დასასრულს უახლოვდება. თუ კლუბი ვერ იპოვის ახალ მიულერებს, შვაინშტაიგერებს და რიბერებს, მაშინ ძალიან გაუჭირდებათ - ციტირებს ეფენბერგის სიტყვებს Kicker.

„ბაიერნი“ ამჟამად გერმანიის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა. მიუნხენელებს 21 მატჩის შემდეგ 50 ქულა აქვთ და ლიდერ ლევერკუზენის „ბაიერს“ ხუთი ქულით ჩამორჩებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11244