ფეხბურთი

21:38 | 13.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბელინგემი კვლავ რჩება 2024 წლის „ოქროს ბურთის“ მოპოვების მთავარ ფავორიტად Goal-ის მიხედვით

Goal-მა 2024 წლის „ოქროს ბურთის“ ფავორიტების რეიტინგის ახალი ვერსია წარმოადგინა.

ამ სიის სათავეში რჩება მადრიდის „რეალის" ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი. მიმდინარე სეზონში 20 წლის ფეხბურთელმა მადრიდულ კლუბში ყველა ტურნირზე 29 მატჩი ჩაატარა, 20 ბურთი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

საუკეთესო სამეულში ასევე არიან თავდამსხმელები კილიან მბაპე (პსჟ) და ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი).

ჯილდოს ახლანდელი მფლობელი ლიონელ მესი, რომელიც ამჟამად მაიამის „ინტერში“ თამაშობს, რეიტინგში მე-20 ადგილზეა. „ალ-ნასრის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ მეჩვიდმეტეზე.

2024 წლის ოქროს ბურთის ტოპ 10 კანდიდატი Goal-ის მიხედვით:

  1. ჯუდ ბელინგემი (მადრიდის რეალი)

  1. კილიან მბაპე (პსჟ)

  1. ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი)

  1. ჰარი კეინი (ბაიერნი)

  1. ფილიპ ფოდენი (მანჩესტერ სიტი)

  1. როდრი (მანჩესტერ სიტი)

  1. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)

  1. ვინისიუსი (მადრიდის რეალი)

  1. ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო მადრიდი)

  1. ლაუტარო მარტინესი (ინტერი)
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108634