ფეხბურთი

22:43 | 11.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერმა“ „ასტონ ვილას“ უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო

პრემიერლიგის 34-ე ტურის მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოუგო სტუმრად „ასტონ ვილას“ – 1:2.

ანგარიში მე-17 წუთზე გახსნა რასმუს ჰოილუნდმა. საინტერესოა, რომ ეს დანიელი ფორვარდის მიჯრით გატანილი მეხუთე გოლია ბოლო ხუთ მატჩში.

67-ე წუთზე დუგლას ლუისმა გაათანაბრა, მაგრამ ამ დღეს მანკუნიანელები უკეთესნი იყვნენ ამისათვის დაჯილდოვდნენ კიდეც. 86-ე წუთზე შოტლანდიელმა სქოთ მაკტომინეიმ ულამაზესი გამარჯვების თაური გაიტანა.

ახლა „მანჩესტერს“ 41 ქულა მოუგროვდა, მეექვსე ადგილზეა და მხოლოდ ექვსი ქულით ჩამირჩება ჩემპიონთა ლიგის ზონას. 46-ქულიანი „ასტონ ვილა“ კი ერთი საფეხურით დაქვეითდა და მეხუთე ადლიზე დადგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139682