ფეხბურთი

16:47 | 11.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

„სალერნიტანამ“ ფილიპო ინძაგი გაათავისუფლა

„სალერნიტანამ“ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფილიპო ინძაგი გაათავისუფლა.

„სალერნიტანას“ საფეხბურთო კლუბი აცხადებს, რომ ბ-ნი ფილიპო ინძაგი პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლდა. კლუბი მადლობას უხდის მას საქმისადმი ერთგულებისთვის და წარმატებებს უსურვებს სპეციალისტს მომავალ საქმიანობაში", - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

იტალიის ჩემპიონატის 24 ტურის შემდეგ „სალერნიტანამ“ 13 ქულა დააგროვა და ამჟამად მე-20 ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ 50 წლის სპეციალისტი „სალერნიტანას“ დამრიგებლად შარშან ოქტომბერში დაინიშნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118192