ფეხბურთი

13:48 | 11.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: „ვინისიუსი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, ესპანეთის პრიმერადივიზიონის 24-ე ტურში უშუალო კონკურენტის, „ჟირონას“ 4:0 დამარცხების შემდეგ, საკუთარი ფეხბურთელები შეაქო.

„საქმისადმი მიდგომით ჩემთვის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე ვინისიუსია. მან ტოპ-თამაში ჩაატარა. მეორე ადგილზე ბელინგემია, მესამეზე - როდრიგო“ - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Mundo Deportivo.

„ჟირონასთან“ ვინისიუსმა ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 მატჩში მის ანგარიშზე 12 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

ამ მოგების შემდეგ „რეალს“ 61 ქულა მოუგროვდა და 24 მატჩის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეშია. „ჟირონა“ 56 ქულით მეორეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110967