ფეხბურთი

10:18 | 11.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბელინგემმა მადრიდის „რეალის“ ხუთი ვარსკვლავის რეკორდი მოხსნა

მადრიდის „რეალის" ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 24-ე ტურის „ჟირონასთან" მატჩის (4:0) ერთ-ერთი გმირი გახდა. ბრიტანელმა ნახევარმცველმა ორი გოლი გაიტანა.

ამგვარად, ბელინგემმა მადრიდულ კლუბში 29 შეხვედრაში 20 გოლი და რვა საგოლე გადაცემა უკვე მიითვალა კერძოდ, პრიმერას მატჩებში ჯუდმა 16 გოლი გაიტანა და კლუბში თამაშის პირველ სეზონში მან „რეალში“ გოლების რაოდენობით გადააჭარბა ხუთ გამოჩენილ ფეხბურთელს, რომლებიც მანამდე თამაშობდნენ მადრიდულ გუნდში: დევიდ ბექემს (13). მაიკლ ოუენს (13), არიენ რობენს (11), უესლი სნეიდერს (11) და მიქაელ ლაუდრუპს (12).

ბელინგემი ამ სეზონში მადრიდის „რეალის" საუკეთესო ბომბარდირია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114827