ფეხბურთი

17:44 | 10.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

რუდიგერმა ბარძაყის ტრავმა მიიღო და „ჟირონასთან“ მატჩს გამოტოვებს

მადრიდის „რეალის" მცველი ანტონიო რუდიგერი პრიმერა დივიზიონის 24-ე ტურის „ჟირონასთან" მატჩის წინ დაშავდა - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ცნობით, რუდიგერს ბარძაყის კუნთი დაუზიანდა. ესპანური მედიის ცნობით, გერმანელი მცველი მინიმუმ ორ კვირას ვერ ითამაშებს.

მადრიდის „რეალისა" და „ჟირონას" მატჩი დღეს, 10 თებერვალს გაიმართება და თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

ესპანეთის ჩემპიონატის 2023/2024 წლების სეზონის სატურნირო ცხრილში „რეალი“ ლიდერობს. გუნდმა 23 მატჩში 58 ქულა მოაგროვა. „ჟირონა“ 56 ქულით მეორე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11206