ფეხბურთი

1:56 | 8.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

კოტ დივუარის ნაკრები აფრიკის თასის ფინალშია

კოტ დივუარის ნაკრებმა აფრიკის თასი უმძიმესად დაიწყო, ჯგუფში ორი მატჩი წააგო და პლეი-ოფში სხვების დამსახურებით უფრო გავიდა, ვიდრე თავისი შედეგებით.

საქმე იმდენად მძიმედ იყო, რომ ტურნირის მიმდინარეობისას მთავარი მწვრთნელიც მოხსნეს, მაგრამ ფაქტია, ამ სვლამ გაამართლა - კოტ დივუარი აფრიკის თასის ფინალშია.

ემერს ფაეს გუნდმა საკუთარ მოედანზე ნახევარფინალში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 65-ე წუთზე სებასტიან ალემ გაიტანა.

ამრიგად, აფრიკის თასის ფინალში 11 თებერვალს კოტ დივუარის ნაკრები ნიგერიას უმასპინძლებს. სხვათა შორის, ისინი ჯგუფში ერთად იყვნენ და მაშინ ნიგერიელებმა ვილიამ ტროსტ-ეკონგის პენალტით 1:0 მოიგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116219